ზუგდიდში გამოკვლეულ 402 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში “კოვიდ19”-ზე 404 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს. ყველა მათგანი უარყოფითია.

მათივე ცნობით, გამოკვლეულ პირებს შორის იყვნენ “ცხელების ცენტრების” 23 პაციენტი, 37 სამედიცინო პერსონალი , შსს-ს 237 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 70 თანამშრომელი, 27 მძღოლი, 2 პირი კარანტინიდან და 6 თვითიზოლაციიდან.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონი “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები