ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კუკულაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულს სიტყვით არ უსარგებლია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები