თერჯოლაში გოფანმთის ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილსა და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე, გზის გაფართოებისა და ბეტონის დასხმისათვის საჭირო წინასწარი სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნული გზის რეაბილიტაციას, რომელიც ამორტიზებული და ვიწრო იყო, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვდა. პროექტი, გზის გაფართოებისა და მეწყრული პროცესების შეჩერების მიზნით, ხუთი საყრდენი კედლის მოწყობასაც ითვალისწინებს. ჯამურად, 2-კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება არმირებული ბეტონის საფარი”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

აღნიშნული გარდამავალი პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 650,000 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს “მეკა” ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები