ბუსა ჟვანია სამართალდამცავებმა კლინიკიდან წაიყვანეს
გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია სამართალდამცავებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკიდან წაიყვანეს.
კლინიკის დატოვებისას ჟვანიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც.
ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.