აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ახალციხის სოფლების – აწყურისა და ტყემლანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ბეტონის საფარი გზის 1900-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო.

“აღსანიშნავია, რომ, პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო აწყურის ციხისა და საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაბამისად, მას ტურისტული დატვირთვაც ექნება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი გზით ადგილობრივებთან ერთად  ვიზიტორებიც ისარგებლებენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 409 998 ლარით დაფინანსდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები