ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა

ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოეწყობის სამუშაოები გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. პროექტის ღირებულება 739 589 ლარია. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

“პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდური მრიცხველი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ”, – ნათქვამია გორის მერიის გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელში მცხოვრებ 600 – მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია. მათ შორის 170 – მდე ოჯახი 10 წელია, საუბნო ონკანებით სარგებლობს, რომელთა საშუალებითაც წყალს დღეგამოშვებით, მხოლოდ ერთი საათით იღებენ. გარდა ამისა, დღემდე ადგილობრივების ერთი ნაწილი ჭებით სარგებლობს, მეორე ნაწილს კი სასმელ წყალი მეზობელი სოფლებიდან და გორიდან მოაქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები