რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგია ყველა სოფელში აღდგენილია

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. „რეგიონული კვირას“ უახლესი მონაცემების შესახებ სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელი, ლევან ქვათაძე ესაუბრა. შტაბის ხელმძღვანლის განმარტებით, ამ დროისთვის, ელექტროენერგია სტიქიისგან დაზარალებულ ყველა სოფელს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
„მთავრობასთან კოორდინაციითა და შესაბამისი უწყებების თანადგომით, შევძელით ელექტრო გადამცემი ხაზების სრული რეაბილიტირება და ამ მომენტისთვის, ყველა სოფელში, რომელიც სტიქიამ დააზიანა, დენი არის, მათ შორის, კურორტ შოვშიც. მობილიზირებულია ტექნიკა და კვლავ აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული გზების შეკეთების სამუშაოები. ვეტმფრენით კვლავ ვახერხებთ შევიტანოთ მედიკამენტები და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყვანოთ და შევიყვანოთ ადამიანები. მოძრავი მაღაზიების საშუაოებით კი მოსახლეობა პროდუქტისა და პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტს არ განიცდის“, – განაცხადა ლევან ქვათაძემ.
სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელი ასევე განმარტავს, რომ სპეციალურად შექმნილი ცხელი ხაზი აქტიურად მუშაობს და მოქალაქეები კომუნიკაციის ამ საშუალებას ეფექტურად იყებნებენ.
„ჩვენი მოქალაქეები შტაბსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუდმივ კონტაქთში იმყოფებიან, განსაკუთრებული სირთულე ამ ეტაპზე არაფერი  გვაქვს, ვაგძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ლევან ქვათაძემ.

რაც შეეხება სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით გადაყვანილ, ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტს. შტაბის ხელმძღვანლის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები