ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულის, ბესარიონ (ბუსა) ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

პროცესი სასამართლოში 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

ბუსა ჟვანიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები