თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა

 

თურქეთში სეზონურად დასაქმების მსურველთათვის კრიტერიუმები დაზუსტდა. დეტალები დღეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განმარტა.

ნიჟარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ გამგზავრებას თურქეთის რესპუბლიკის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დამოწმებული სამთვიანი მოწვევის საფუძველზე.

მისივე ინფორმაციით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ, შეავსონ სპეციალური ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა. კოორდინაციას განახორციელებენ აჭარის მთავრობა, შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგს.

ცნობისთვის, 2020 წლის 3 აგვისტოს განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა საქართველოს მოქალაქის მიერ შრომითი საქმიანობის მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების კრიტერიუმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები