ჭიათურაში დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა

ჭიათურაში დენის დარტყმის შედეგად 4 წლის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა სოფელ ნავარძეთში გუშინ მოხდა.

როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი, მცირეწლოვანი სარდაფში თამაშობდა, რა დროსაც ელექტროენერგიის კაბელს შეეხო და დენმა დაარტყა.

ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები