გიორგი ვოლსკი: რაც უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს

“ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერია და რაც არ უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ, განაცხადა.

მან ოპოზიციონერ დეპუტატს, გიგი უგულავას მოუწოდა, ტრაბახს თავი დაანებოს და საზოგადოებას საკუთარი ხედვები გააცნოს.

„ქართული ოცნების“ კანდიდატები ინტელექტუალური პოტენციალის მქონე, სამშობლოს მოყვარული, თავის საქმეში მაღალი დონის ექსპერტები არიან. ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერია და რაც უნდა იფახიფუხოს გიგი უგულავამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, მას ჯერ საზოგადოების ხმების მიღება მოუწევს. ტრაბახს თავი დაანებოს. ჯობს, თავისი ხედვები გაგვაცნოს, როგორ აპირებს, წარმოადგინოს ეს მეტად მნიშვნელოვანი რეგიონი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ევროპულმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში წარადგინა. გიგი უგულავა კენჭს ზუგდიდში იყრის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები