გიორგი ვოლსკი: წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა
“წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი და დღეს მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება.
მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, საკუთარი გადმოსახედიდან, დალაგებული და გეგმაზომიერი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მან მოიხმარა გაერთიანებულ ოპოზიციაში შემოსული სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტი, კონკრეტული ადამიანები და პოლიტიკური ძალები. დღეს, რასაკვირველია, მათ გარეშე სურს გზის გაგრძელება და არავის უთქვამს, რომ სააკაშვილი არ ყოფილა ან არ არის „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი. რაღაც ერთი პერიოდის მანძილზე თითქოს ჩრდილში გადაიყვანეს, როდესაც ფიქრობდნენ, რომ თავისი ელექტორალური რესურსი წინ წამოეწიათ და ჩამოშორებოდნენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო. დღეს უკვე მოვიდა წინასაარჩევნო პერიოდი და სააკაშვილს ეს აღარ აინტერესებს, წასულია ვა-ბანკზე და, რასაკვირველია, მას აღარ სჭირდება დამატებითი ზოგი ბალასტი, რომელსაც თავად ბალასტად მიიჩნევს, ზოგი კიდევ იდეური მოწინააღმდეგე”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.