ცენტრალურ ავტობანზე მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა – დაშავებულია 8 ადამიანი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტობანის შავშვების მონაკვეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან, რომლებიც კლინიკა ,,გორმედის” ქსელში გადაიყვანეს.

როგორც ,,რეგიონულ კვირას ” “გორმედში” განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები