ექიმი ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს

“ორივე დაჭრილის – ლევან თოფაძისა და ბუსა ჟვანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განაცხადა.

ექიმის თქმითვე, ერთი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს, მეორე კი – ქირურგიულ დეპარტამენტში.

„არცერთი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია ჩაუტარდა ორივე პაციენტს, კონკრეტულად რა ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ მათ, ამ დეტალებს ვერ გავახმაურებთ. ერთერთი პაციენტი შესაძლოა, რამდენიმე დღეში გაწერილ იქნას კლინიკიდან, მაგრამ დღეს – არა. ერთი პაციენტი მკურნალობს რეანიმაციულ განყოფილებაში, მეორე – ქირურგიულ დეპარტამენტში. ორივე პაციენტი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამ დროისათვის არცერთ პაციენტს არანაირი დამატებითი ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება”, – განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები