არჩილ თალაკვაძე: საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება

“საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას.

თალაკვაძის თქმით, მთვარია, რომ “ქართული ოცნება” მომავალზეა ორიენტირებული.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, ასევე, იმ ცვლილებებით, რომელიც კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში ავსახეთ, საქართველოში დადგა დრო, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ, როგორც ეს ევროპაში ხდება. ეს არის ნორმალური პროცესი. დღეს ქვეყანაში ისეთი ფაქტორი არ არსებობს, როგორიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს იყო, რაც პოლიტიკის დემონიზაციას შეუწყობდა ხელს.

ყველა ევროპული ქვეყნის არჩევნებში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ან ინდივიდურად ან პოლიტიკური ბლოკების საშუალებით. განახლებულ კანონმდებლობაში ჩვენ ოპოზიციისთვის ორივე შესაძლებლობა შევქმენით. მათი გადასაწყვეტია, მონაწილეობას ინდივიდურად მიიღებენ თუ – პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენთვის ეს არ არის მთავარი საკითხი. ჩვენთვის მთავარია ის, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზეა ორიენტირებული, ჩვენ პოზიტიური დღის წესრიგი გვაქვს. გარდა ამისა, როგორც ხელისუფლება, მზად ვართ, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩავატაროთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები