ყარაჯალარში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება, თუმცა, სოფელი კვლავ “წითელ ზონად” რჩება.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2 ათასზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.

,,ამ დროისთვის, გარდაბანში კორონავირუსით ინფიცირების 63 შემთხვევაა დადასტურებული. ეპიდემიოლოგები, ამ ეტაპზე, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს იკვლევენ”, – განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.

ცნობისთვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი 24 ივლისს ჩაიკეტა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები