გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატი: როგორც ვიცი, ბუსა ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა თუ სხვა პირმა მიაყენა, ინფორმაცია არ მაქვს
“როგორც ვიცი, ბუსა ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს”, – ამის შესახებ გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი ანთაძემ ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილის, ბუსა ჟვანიას შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლევან თოფაძეს ჭრილობა არავისთვის მიუყენებია.
„მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არავისთვის მიუყენებია ჭრილობა“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.