მაშველებმა რაჭაში, სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს

მაშველებმა სოფელ ჭიორაში მედიკამენტები საფეხმავლო გზით მიიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პაციენტისტის მედიკამენტების მიწოდება უამინდობის გამო ვერტმფრენით ვერ მოხერხდა, ამიტომ, სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.

„რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბისთვის დღის მეორე ნახევარში ცნობილი გახდა, რომ სოფელი ჭიორაში 75 წლის მამაკაცს მედიკამენტები ესაჭიროებოდა. პრეპარატების ვერტმფრენით მიწოდება, რომლებიც ადგილზე მას ექიმმა დაუნიშნა,  მიწოდება უამინდობის გამო ვერ მოხერხდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფებმა მას მედიკამენტები ტყის მასივის გავლით, საფეხმავლო გზით მიუტანეს.

ადგილზე იმყოფება ექიმი. 75 წლის მამაკაცი თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები