ზუგდიდში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

საკუთარი მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 32 წლის მამაკაცს, ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო და მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. ადვოკატ ჯიტა გულიას თქმით, მოსამართლის დღევანდელ უსამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის ხობის პოლიციის თანამშრომლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 32 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან სექსუალურად იძალადა საკუთარ ბიძაშვილზე.
საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები