ირაკლი ჩიქოვანი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ

„კორონავირუსი გადაივლის, ტურიზმი კვლავ გახდება ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა და ამაში ზუგდიდს მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს“, – ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ზუგდიდს აქვს ანალოგიური პრობლემები, რაც არის ზოგადად საქართველოში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მდგომარეობა და უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობა, საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ.

ადგილზე მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ასევე ვგეგმავთ ჩვენც და ეს საარჩევნო კამპანიის დროს გაჟღერდება, რომელიც ზუგდიდელებს მისცემს საშუალებას, მეტი სამუშაო ადგილი შექმნან და უფრო მეტად წახალისდეს ბიზნესი.

ამ თვალსაზრისით ზუგდიდს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რადგან ის არამხოლოდ საქართველოს, არამედ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ცენტრია. მას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ეს ფუნქციები კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები