ზუგდიდში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა

ზუგდიდში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის მამაკაცს, რომელიც გოგონას მამიდაშვილია, ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. მას ბრალდება გაუპატიურებას ედავება.

როგორც დაკავებული მამაკაცის ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ მას არანაირი სახის დანაშაული  ჩაუდენია.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაეცნო ბრალს და იგი კატეგორიულად უარყოფს, რომ მისი მხრიდან მსგავს რამეს ადგილი ჰქონოდა. ამბობს, რომ ბოლო წუთამდე იბრძოლებს, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს. თვითონ სთხოვდა გამომძიებელს, ყველა სახის ნიმუში და ექსპერტიზა, რომელიც შეიძლება არსებობდეს მოცემულ საქმეზე, ჩატარებულიყო. რაც შეეხება მუხლს, რომელიც მას წარედგინა, სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულია, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს, სასჯელის ზომად კი, 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საქმის მასალებს, ჩვენ გადმოგვეცა შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე გაცვლის ოქმი თანდართული მასალებით, სადაც ასევე არის ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ამ პიროვნებას, სახელი და გვარია მითითებული გოგონასი, საქალწულე აპკის მთლიანობა არ აქვს დარღვეული. უპრეცედენტო ფაქტია”,- ამბობს ადვოკატი ჯიტა გულუა.

ცნობისთვის, აღნიშნული შემთხვევა 2019 წლის 1 აგვისტოს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები