შავი ზღვის სანაპიროზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპიროზე, სეზონის გახსნიდან დღემდე, მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია.

მათივე ცნობით, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები