სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოსა და ღოუბანში 2,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს არსებული გზის გაფართოებასა და ასფალტო-ბეტონის გზის საფარის მოწყობას.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ჯამური ღირებულება 1 430 055.00 ლარს შეადგენს.

,,სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სექტემბრის ბოლოს. განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს ბორბალოს, ღოუბნის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაახლოებით 1000-მდე პირდაპირი ბენეფიციარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მილენიუმ ბილდერს გრუპ” აწარმოებს”,- აღნიშნული აინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები