ხეთაში გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა

 

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში და კორცხოს უბანში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნუცუპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეაბილიტირებული გზები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.

“პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 385 ათას ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები