ზუგდიდში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 267 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანი უარყოფითია.

გამოკვლეულთაგან 17 პაციენტი, 103 მედპერსონალი, 87 კარანტინში მყოფი პირი, 4 თვითიზოლაციაში მყოფი, 14 შსს-ს თანამშრომელი, 42 კი მძღოლი იყო.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოს, კორონავირუსით ინფიცირებულმა ბოლო პაციენტმა კლინიკა გუშინ დატოვა. 58 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი ე.წ. ტრაილერის კლასტერიდან იყო, რომელსაც საზღვრის კვეთა უფიქსირდებოდა.

სამეგრელოს რეგიონმა „მწვანე ზონის“ სტატუსი მეორედ დაიბრუნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები