არჩილ ჯაფარიძე: დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ
“როცა რაჭაში სტიქია მოხდა, პროცესებში აქტიურად ვიყავი ჩართული, პრემიერის ხელმძღვანლობით შეიქმნა შტაბი, გადანაწილებული იყო ყველა ფუნქცია. მე დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სახელმწიფომ დროული და პრევენციული ღონისძიებები გაატარა.
“განცხადებით მივმართე პრემიერს, ეს გადაწყვეტილება იყო პირადი. გარკვეული დროის წინ მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუ როგორ მოხდებოდა სტიქიის პრევენციული ღონისძიებების მართვა. პირველივე წუთიდან, როცა რაჭაში სტიქია მოხდა, აქტიურად ვიყავი ჩართული. სახელმწიფომ, როგორც ნორმალურ სახელმწიფოს ეკადრება – ძალიან დროული და პრევენციული ღონისძიებები გაატარა. პრემიერის ხელმძღვანლობით შეიქმნა შტაბი, გადანაწილებული იყო ყველა ფუნქცია. გამომდინარე აქედან, მე დავრწმუნდი, რომ სტიქიის მართვას საფრთხე არ ემუქრებოდა და, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება”, – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.