”რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა”, – ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯაფარიძის გადაწყვეტილება არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება.
“ვადასტურებ, ბატონმა არჩილმა ნამდვილად მიმართა პრემიერს გადადგომის სურვილით, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, მაქვს. ეს იყო კოვიდამდე, თუმცა შემდეგ წასვლისგან თავი შეიკავა, რადგან მისი აქტიური ჩართულობა იყო საჭირო. ახლა სტიქიამაც მოგვისწრო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. მისი წასვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.