გურამ ნიკოლაშვილი: პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ოპოზიციური მედიები სხვადასხვა თემის გაშუქებისას მოსახლეობის ნდობის შესუსტებას ისახავენ მიზნად

საჯარო პოლიტიკის სპეციალისტის, გურამ ნიკოლაშვილის თქმით, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ოპოზიციური მედიები სხვადასხვა თემის გაშუქებისას მოსახლეობის ნდობის შესუსტებას ისახავენ მიზნად.

„ამერიკის ელჩის ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიხელმძღვანლებთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ხშირად აფასებს დადებითად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და აღნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები უკეთ ტარდება, სისტემის შეფასების მნიშვნელოვან კომპონენტად მოსახლეობის ნდობას მიიჩნევს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე ოპოზიციური მედიები თავის სამიზნედ სხვადასხვა თემის გაშუქებისას სწორედ მოსახლეობის ნდობის შესუსტებას ისახავენ მიზნად, იქნება ეს გამოძიების სფერო, მართლმსაჯულების თუ არჩევნების”, – მიიჩნევს საჯარო პოლიტიკის სპეეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი.

როგორც ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა, ის ფაქტი, რომ საქართველომ შემოდგომაზე სანიმუშო არჩევნები უნდა ჩაატაროს, ეჭვს არ იწვევს მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოხდეს პროცესის მაქსიმალური პოლარიზაცია და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა.

„მას შემდეგ, რაც რვა მარტის შეთანხმება დასრულდა და პარლამენტმა საარჩევნო კოდექსშიც შეიტანა ცვლილებები, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მთელი ყურადღება წინასაარჩევნო გარემოსა და საკუთრივ არჩევნების მზადებას ეთმობა. მით უმეტეს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებს პანდემიური ვითარების ფონზე მოუწევს ჩავლა. საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობის მნიშვნელობა ზოგადად და განსაკუთრებით კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მაგალითზე იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას სატელეფონო საუბრის მთავარი საგანი ოთხი დღის წინ შემდგარი კომუნიკაციისას.

სახელმწიფო მდივნის აქცენტები მნიშვნელოვანია მიმდინარე წინასაარჩევნო ვითარებაში, რადგანაც სწორედ მის ანგარიშზეა დამოკიდებული კონგრესის მიერ დამტკიცებული საგარეო ოპერაციების შესახებ კანონპროექტით გათვალისწინებული ასიგნებების 15%-ის საქართველოსთვის დროულად გამოყოფა. როგორც გვახსოვს, ეს საკითხი ოპოზიციის მიერ პოლიტიკური იერიშის საგანი გახდა და აღნიშნული მექანიზმი საქართველოსთვის დაკისრებულ სანქციებად მოინათლა.

მეგობარი ქვეყნებისა და მათი კანონმდებლების ყურადღება საქართველოს მიმართ ოპოზიციის მიერ პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება და განცხადებების გადმოთარგმნა ხდება როგორც საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შესუსტება, სანქციების დაკისრების მუქარა, ქვეყნის ვექტორის ცვლილება და ასე შემდეგ.

ის ფაქტი, რომ საქართველომ შემოდგომაზე სანიმუშო არჩევნები უნდა ჩაატაროს, ეჭვს არ იწვევს მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მოხდეს პროცესის მაქსიმალური პოლარიზაცია და საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შერყევა. გიორგი რურუას საკითხიც, რომელსაც სასამართლომ გუშინ ოთხი წლით აღუკვეთა თავისუფლება, კიდევ ერთხელ გახდა დასავლეთიდან გაკეთებული კომენტარების საფუძველი. სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ რურუას თემაზე სპეკულაციის დასასრულებლად კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი მას შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია ამ თემაზე, ჯერჯერობით, უცნობია”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები