ივნისში ეკონომიკა 7.7 %-ით შემცირდა

აპრილისა და მაისის მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის შემდეგ, ივნისში ეკონომიკის შემცირება შენელდა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 7.7 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის პირველ 6 თვეში ეკონომიკა 5.8%-ით შემცირდა.

2020 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში – სამთომოპოვებითი მრეწველობის, ასევე, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ნარჩენების მართვის საქმიანობების გარდა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ეკონომიკა 16,6%-ით, მაისში კი 13,5%-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები