მარინა ეზუგბაია კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყაროს ასახელებს
“კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 5 არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი გახლავთ გაჩიანის წყარო, კიდევ ერთი ინფიცირებული არის დადასტურებულთან კონტაქტი და ერთი შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, კოვიდცენტრებში 249 პაციენტი მკურნალობს.
“რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, 41 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ყველას მდგომარეობა სტაბილურია”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.