გიორგი გახარია: მამუკა ბახტაძე არის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება, იყოს სიაში
“მამუკა ბახტაძე არის ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი და ლოგიკურია, რომ შეიძლება, იყოს სიაში”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე პროპორციულ სიაში.
ჟურნალისტების შეკითხვებს მთავრობის მეთაურმა რაჭაში უპასუხა, სადაც ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.