ყაზახეთში ემიგრაციაში წასული ქართველი მოკლეს. 42 წლის ლ.გ. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის მკვიდრი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ის კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდართან დაკავშირებით ამბობენ, რომ მამაკაცი ცივი იარაღით მისმა ნაცნობმა ქართველმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.
გარდაცვლილის გადმოსვენების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.