„ქართული მარში“: დღეს სოროსის ფონდის შენობას ალყას შემოვარტყამთ და მოვითხოვთ, ფონდმა ქვეყანა დატოვოს

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ დღეს, 18:00 საათზე ე.წ. ჯორჯ სოროსის ფონდთან, „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძემ და პარტიის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი შიხიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს.

მათი თქმით, საქართველოში „სოროსიზმი“ უნდა დასრულდეს. როგორც ბრეგაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეები ფონდის შენობას ალყას შემოარტყამენ და მოითხოვენ, „ღია საზოგადოებამ“ საქართველო დატოვოს.

„დღეს, 18:00 საათზე სამ ლოკაციაზე: ყოფილ რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის მეტროსა და ფილარმონიასთან შეიკრიბებიან „ქართული მარშის“ წევრები, დამფუძნებლები, ქართული საზოგადოების ეროვნულად მოაზროვნე ნაწილი. ჩვენ სამივე მხრიდან ავადსახსენებელი სოროსის ფონდისკენ დავიძრებით და ალყას შემოვარტყამთ. ეს იქნება „ოპერაცია ანტისოროსის“ დაწყების პირველი ნაბიჯი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოში დატრიალებული უბედურებების მთავარი სათავე არის ჯორჯ სოროსი და მისი ფონდი – „ღია საზოგადოება- საქართველო“.
მინდა, წარმოგიდგინოთ დოკუმენტი, რომლითაც ირკვევა, რომ სოროსსა და მის ფონდს ქართული მედიის აბსოლუტური უმრავლესობა და ასევე ე.წ. სარასამთავრობო სექტორის 80 % ნაყიდი ჰყავს, როგორც მონები, მოჯამაგირეები. მე მაქვს მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მათხოვრებისა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ინტერესების, მართლმადიდებლური რწმენის გაყიდვის ხარჯზე იღებენ გასამრჯელოს სოროსისგან. დავასახელებ რამდენიმე მათგანს. ჩვენი ინფორმაციით, სახალხო დამცველს, სამარცხვინო ნინო ლომჯარიას სოროსისგან მირებული აქვს 150 000 ლარი. ერთერთი ყველაზე სერიოზულად დაფინანსებული ორგანიზაციაა ნარკომანების, ნარკობარიგების ორგანიზაცია – „თეთრი ხმაური“, რომელიც სხვადასხვა კლუბში ნარკოტიკების გასაღებითაა დაკავებული. ეს ორგანიზაცია სოროსისგან დაფინანსებულია 80 000 ლარით. ასევე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არის სოროსის მონა, ისინი დაფინანსებულები არიან 144 ათასით. რაც ყველაზე საინტერესოა – ორი მამათმავლური ორგანიზაციაა დაფინანსებული, „იდენტობა“ 45 000-ით, „საფარი“ კი – 14 000 ლარით. ჩამონათვალი დიდია. მედიასაშუალებებია ყველაზე საინტერესო: ჟურნალი „ლიბერალი“, ყოვლად უგვანო, სიბილწისა და სიბინძურის შემცველი ჟურნალი დაფინანსებულია 2 მილიონ 29 ათასი ლარით. ასევე, სიბინძურისა და სიბილწის სიმბოლო – „ნეტგაზეთი“ მილიონ 685 ათასი ლარითაა დაფინანსებული. ისინი იღწვიან ანტიქართული საქმიანობისთვის იმიტომ, რომ მათი დამფინანსებელია ავადსახსენებლი სოროსი და მისი ფონდი.
სოროსი და მისი ფონდი ახორციელებს ქართველი ერის სულიერ და ფიზიკურ გენოციდს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები