მარინა ეზუგბაია: კოვიდინფექციასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგად გამოვლინდა, ახლა ცოტა გავთამამდით

“შეიძლება, ახლა ცოტა გავთამამდით, ცოტა მოვეშვით, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება და უფლება არ გვაქვს. ჩვენ ვალდებულები ვართ, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები დავიცვათ”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კოვიდინფექციასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობა ქვეყანაში საკმაოდ კარგად გამოვლინდა.

“კოვიდინფექციასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ კარგად გამოვლინდა. რომ არა მოსახლეობის პასუხისმგებლობა, ალბათ, ასეთი შედეგები არ დაიდებოდა. შეიძლება, ახლა ცოტა გავთამამდით, ცოტა მოვეშვით, მაგრამ ჩვენ ამის საშუალება და უფლება არ გვაქვს. ჩვენ ვალდებულები ვართ, არსებული რეგულაციები დავიცვათ – დისტანციის დაცვა, პირბადეების ტარება, არ შევქმნათ დიდი თავშეყრის ადგილები. ასეთი რეჟიმით ცხოვრება რთულია. ჩვენს ცენტრში რომ დღემდე არ არის მედპერსონალის დაინფიცირების ფაქტი, ეს კარგად გათვითცნობიერებული ქმედებების შედეგია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები