“დღეს საელჩოში მივიღეთ სამხრეთ კაროლინის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯო ვილსონის წერილი, რომლითაც მან გაგვიზიარა კონგრესისადმი მისი მიმართვის ტექსტი სახელწოდებით – “საქართველოს დემოკრატიული წინსვლა”, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მათივე ცნობით, წერილში კონგრესმენი ხაზს უსვამს საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებსა და წარმატებით მიმდინარე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმას.
“კონგრესმენმა წერილობითი მიმართვა კონგრესში 25 ივნისს გააგზავნა.
“ქალბატონო სპიკერო, ეს კვირა განსაკუთრებული იყო საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მხრივ, იმ პირველი ნაბიჯით, რაც ქვეყნის პარლამენტმა და ქვეყანამ გადადგა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანლობით – მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის დამტკიცების გზით. ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების 8 მარტის გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა კომპრომისზე დაფუძნებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის. პარლამენტის მიერ ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება საქართველოს ერთგულებას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
ამერიკელი ხალხი აფასებს იმ ქართველი კანონმდებლების სიმამაცეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს 8 მარტის შეთანხმებას. ეს გულისხმობს იმ ნაბიჯებსაც, რაც უკავშირდება საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ძალისხმევას სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წინააღმდეგ. ამით საქართველო დაიცავს იმ პროგრესს, რასაც მიაღწია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში უპირობო მოდელი რეგიონში”, – ნათქვამია კონგრესმენ ვილსონის განცხადებაში.
“კონგრესმენი ვილსონი არის აშშ-ის რესპუბლიკური სასწავლო კომიტეტის თანათავმჯდომარე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.