პანდემიამდე და პანდემიის პირობებში – რა აჩვენა კახეთის ტურისტული სექტორის კვლევამ

2020 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, კახეთში ვიზიტორების რაოდენობა 2.8% გაიზარდა (83,325 ვიზიტორი ). როგორც Cushman & Wakefield Georgia-ს კვევაშია აღნიშნული, პანდემიის პირობებში, კახეთის სასტუმროები და რეზორტები ადგილობრივი ვიზიტორებისათვის ერთერთი პოპულარული და მიმზიდველი ლოკაცია აღმოჩნდა. სხვადასხვა განთავსების საშუალებაში დატვირთულობა 25%-დან 80%-მდე მერყეობს, თუმცა საშუალო მაჩვენებელი ივნისის მესამე და მეოთხე კვირაში 45% იყო. გასული წლის იმავე პერიოდში სასტუმროები დატვირთულობა 65 %-ს აღწევდა.

დაგეგმილი და დასრულებული პროექტები

2020 წლის თებერვლისთვის რეგიონში 231 განთავსების საშუალება იყო დარეგისტრირებული 1,920 ოთახითა და 4,589 საწოლით. 2019 წელს კახეთში 15 სასტუმრო გაიხსნა, რომელთა ოთახების ჯამური რაოდენობა შეადგენს 512, ხოლო მათში საწოლების ჯამური რაოდენობაა 1,039 (23% ზრდა). გასულ წელს დამატებული ოთახების რაოდენობამ სრული რაოდენობის 27% შეადგინა.

დასაქმება და ანაზღაურება კახეთის სასტუმრო სექტორში

კახეთში ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, განთავსების ახალი საშუალებები და კვების ობიექტები აქტიურად ვითარდება. პირველი მკვეთრი ზრდა 2010წელს შეინიშნება, როდესაც დასრულდა სიღნაღის რეაბილიტაცია. ამ წელს კახეთში განთავსების საშუალებებსა და კვების ობიექტებში დასაქმებულთა რაოდენობა 223%-ით გაიზარდა და 692 შეადგინა. 2012-2015 წლებში ეს რიცხვი მუდმივად მატულობდა. რაც შეეხება 2018 წელს, 2017-თან შედარებით, ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ 21%-ით იმატა და 2,500 გახდა. რაც შეეხება ანაზღაურებას. Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევით, 2014 წლიდან 2018 წლის ჩათვლით მომსახურების სფეროში საშუალო თვიური ანაზღაურება 215%-ით გაიზარდა და 848 ლარს გაუტოლდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები