უკრაინის მმართველ პარტიაში განმარტეს, რატომ დაეცა ზელენსკის რეიტინი 30%-მდე

უკრაინის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, ალექსანდრე კორნიენკო აცხადებს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობის რეიტინგის ვარდნა უკავშირდება იმას, რომ ამომრჩეველს აღარ სურს შედეგების ხანგრძლივი ლოდინი.

ამის შესახებ კორნიენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“პირველ ყოვლისა, რეიტინგს მოაკლდა ის ხალხი, ვინც სწრაფ შედეგებს ელოდა. მახსოვს, 20% ამბობდა, რომ მზად არის, დაპირებებს მხოლოდ ერთი წელიწადი დაელოდოს, 25-30% ამბობდა – რომ ორი სამი წელიწადიო  და არსებობდა ერთგული მხარდამჭერები, რომლებიც მზად არიან, მუდმივად დაელოდონ. იცით, როდესაც რეფორმებს ატარებს, ხალხი გტოვებს, რადგან ყველას არ მოსწონს რეფორმები”, – თქვა კორნიენკომ.

უკანასკნელი გამოკითხვის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი 43,16%-დან 27,9%-მდე შემცირდა. კვლევა სოციოლოგიურმა ჯგუფმა, “რეიტინგმა” ჩაატარა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები