სიდნეი კორონავირუსის გავრცელების კერად გამოცხადდა

ავსტრალიის უდიდესი ქალაქი, სიდნეი კორონავირუსის გავრცელების კერად გამოცხადდა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში კვინსლენდის შტატის პრემიერმა, ანასტეიშა პალაშჩუკმა დაწერა.

მისი თქმით, ამიერიდან, შტატის ტერიტორიაზე სიდნეიდან არცერთი ადამიანი  დაიშვება.

“სწრაფად ვმოქმედებთ და კვინსლენდის მოსახლეობის ჯანმრთელობას ყველაზე მაღლა ვაყენებთ”, – თქვა მან.

29 ივლისის მდგომარეობით, ავსტრალიაში კორონავირუსის 15 583 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 176 პაციენტი ემსხვერპლა, 9 619 განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები