მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები – Forbes-ის ვერსია

ამერიკული Apple-ის ღირებულებამ 241,2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების Forbes-ის ვერსიაში Apple პირველ ადგილზეა. გასული წლის მსგავსად, ტოპ ხუთეულში შედიან: Google- ი (207.5 მილიარდი დოლარი), Microsoft-ი (162.9 მილიარდი დოლარი), Amazon-ი (135.4 მილიარდი დოლარი) და Facebook-ი (70.3 მილიარდი დოლარი) ). ჩამონათვალში მოხვდნენ: “კოკა-კოლა”, “დისნეი”, “სამსუნგი”, “ლუი ვიტტონი” და “მაკდონალდსი”. ერთი წლით ადრე, ათეულში იყო “ტოიოტაც”, მაგრამ წელს კომპანიამ თავისი ღირებულების 7% დაკარგა და მან Forbes-ის რეიტინგში მხოლოდ მე -11 ადგილი დაიკავა. სამაგიეროდ, რეიტინგში დაწინაურდა „ ლუი ვიტტონი“, რომელიც ადრე არ შედიოდა ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ათეულში, თუმცა წელს მისმა ფასმა 20% –ით მოიმატა და კომპანიამ რეიტინგში მეცხრე ხაზი დაიკავა.

ტოპ ათეულის ლიდერებიდან დანაკარგები აქვთ “ფეისბუქსა“ და „სამსუნგსაც”, შესაბამისად, 21% და 5%, თუმცა მათ ათეულში ადგილი მაინც შეინარჩუნეს.

100 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის საერთო ღირებულებამ 2.54 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აქედან 50-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა, 10 ბრენდია გერმანიიდან, ცხრა – საფრანგეთიდან, ექვსი – იაპონიიდან და ხუთი – შვეიცარიიდან. სიაში, ყველაზე მეტი, წარმოდგენილია ტექნოლოგური კომპანიების ბრენდები, ასეთი 20 კომპანიაა. 14 ბრენდი ეკუთვნის ფინანსური სერვისების ფირმებს, 11 ეკუთვნის საავტომობილო სექტორს, ხოლო რვა – გაყიდვების სექტორს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები