ბილ გეიტსი: აშშ-ში კორონავირუსზე აღებული ტესტების უმრავლესობა გამოუსადეგარია
Microsoft-ის დამაარსებელმა, ბილ და მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდის თანათავმჯდომარემ, ბილ გეიტსმა აშშ-ის კორონავირუსის გამოვლენის მეთოდი გააკრიტიკა.
ამის შესახებ CNBC იტყობინება.
მისი თქმით, აშშ-ში კორონავირუსზე აღებული ანალიზების უმრავლესობა გამოუსადეგარია, რადგან ტესტების პასუხის გაცემას დიდი დრო სჭირდება.
გეიტსი “სიგიჟედ” აფასებს იმ ფაქტს, რომ კორონავირუსულ ინფექციაზე აღებული ანალიზის პასუხის მიღებას, საშუალოდ, 48 საათი სჭირდება.
“ასეთი ტესტი დროისა და თანხის დაკარგვას ნიშნავს. ინფორმაციის უმრავლესობა, თუ რამდენად ბევრ ტესტს ვაკეთებთ, დროის ფუჭი ხარჯვაა”, – თქვა გეიტსმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არავინ უნდა იხდიდეს თანხას დიაგნოსტიკაში, რომლის შედეგი 7 დღის განმავლობაში ხდება ცნობილი, რადგან ამ ხნის განმავლობაში ადამიანები სხვების ინფიცირებას აგრძელებენ.