კატალონიაში კორონავირუსის გავრცელების ფონზე ალკოჰოლის მიღება აიკრძალა

კატალონიის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება 3-დან 15 ათასამდე ევროთი დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამის შესახებ რეგიონული მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მერიჩელ ბუდიმ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვა განიხილება, როგორც ერთერთი ზომა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში.

მისი განმარტებით, რეგიონის რიგ მუნიციპალიტეტს მსგავსი შეზღუდვა უკვე შემოღებული აქვს, თუმცა მთავრობამ გადაწყვიტა, ის მთელს ტერიტორიაზე გაავრცელოს.

ბუდის თქმით, კორონავირუსის გავრცელება სწორედ ახალგაზრდებში ხდება, რომლებიც ქუჩებში იკრიბებიან და ალკოჰოლს მოიხმარენ.

ჟენერალიტეტის ხელმძღვანლის, კიმ ტორას განცხადებით, ამჟამად ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება შესაძლებელია, რადგან დღესასწაული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები