აშშ-ში კორონავირუსის 56 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის კიდევ 56 336 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, ქვეყანაში უკვე 4 294 770 ინფიცირებულია.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემით, ვირუსს ბოლო 24 საათში – 1 076 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად,  148 056 ლეტალური შემთხვევაა.

გუშინ გამოვლენილი იყო 54 953 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 470 ფაქტი.

შეერთებულ შტატებში ვირუსის დამარცხება 1 325 804-მა პირმა შეძლო.

ჯონს ჰოპკინსის ამავე სტატისტიკის მიხედვით, “კოვიდ-19” მსოფლიოში 16 495 309 პირს აქვს დადასტურებული, 654 327 გარდაცვლილია, 9 590 929 განკურნებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები