რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსს 150 პაციენტი ემსხვერპლა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 5395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ ქვეყანაში 823 515 დადასტურებული შემთხვევაა.
ოპერატიული შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში ვირუსს კიდევ 150 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, 13 504 ლეტალური შემთხვევაა.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 612 ათასზე მეტმა პირმა შეძლო.