სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი მეორე დღეა, იკლებს
სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 37 629 დადასტურებული შემთხვევაა.
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს ქვეყანაში მხოლოდ 73 ინფიცირებული გამოვლინდა. უკანასკნელ ერთ თვესთან შედარებით, რა დროსაც დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 550-600 ახალ შემთხვევას შეადგენდა, შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკაში ინფიცირებულთა კლების დინამიკა ფიქსირდება.
ამის პარალელურად, ოპტიმიზმის საფუძველს ვერ იძლევა ლეტალური შემთხვევების რიცხვი. დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 8 პაციენტი ემსხვერპლა, წინა დღით კი მხოლოდ 2 ლეტალური შემთხვევა იყო გამოვლენილი. ჯამურად, ქვეყანაში დაავადებას 719 პირი ემსხვერპლა.
განახლებული სტატისტიკით, კლინიკებიდან 27 357 პირია გაწერილი, 9 330 მკურნალობას აგრძელებს.
სომხეთში 12 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.