ბელგიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების ნაწილი დააბრუნეს

ბელგიის მთავრობამ, კორონავირუსით ინფიცირების მატების ფონზე, შეზღუდვების ნაწილის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, სოფი ვილმესმა განაცხადა, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობამ კონტაქტების წრე უნდა შეამცირონ 5 ადამიანამდე, მხოლოდ ოჯახის წევრების ფარგლებში.

ამასთან, მასობრივი ღონისძიებები არ უქმდება, თუმცა საჭიროა ყველა ზომის დაცვა.

ამჟამად, ბელგიაში დახურულ სივრცეში 100 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია, ღია ცის ქვეშ კი – 200 ადამიანზე მეტი, თუმცა – აქაც დისტანციისა და ნიღბის რეჟიმის დაცვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები