ტრამპის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კორონავირუსი დაუდასტურდა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რობერტ ო’ბრაიენს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ო’ბრაიენი, სავარაუდოდ, საოჯახო ღონისძიებაზე დაინფიცირდა.
ამჟამად, ის სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება და მუშაობას აგრძელებს.
ო’ბრაიენის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ან ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის ინფიცირების რისკები არ არსებობს. “მას მსუბუქი ნიშნები აქვს. ის იზოლაციაშია და უსაფრთხო ადგილიდან მუშაობს. პრეზიდენტთან ან ვიცეპრეზიდენტთან კონტაქტის რისკი არ არსებობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.