თურქეთი და აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას იწყებენ

აზერბაიჯანი და თურქეთი ფართომასშტაბიან ტაქტიკურ და საფრენ-ტაქტიკურ სამხედრო სწავლებას იწყებენ, რომელშიც ორი ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები მიიღებენ მონაწილეობას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტოს ინფორმაციით, სწავლება, ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარდება.

ერთობლივ სწავლებაში ჩართული იქნება ჯავშანმანქანები, პირადი შემადგენლობა, საარტილერიო დანადგარები და ტყვიამრქვევები, ასევე, სამხედრო ავიაცია და ჰაერსაწინაამღდეგო თავდაცვის საშუალებები.

გეგმის თანახმად, სახმელეთო ჯარების სწავლება 1-5 აგვისტოს ბაქოსა და ნახიჩევანში, ხოლო სამხედრო ავიაციის სწავლება 29 ივლისიდან – 10 აგვისტოს ჩათვლით ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, ქურდამირსა და ევლახში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები