კატალონიაში შესაძლოა, საკარანტინე ზომები გაამკაცრონ

იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს 10 დღეში კატალონიაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარება არ გაუმჯობესდა, რეგიონში საკარანტინე ზომებს გაამკაცრებენ.

ამის შესახებ კატალონიის ლიდერმა, კიმ ტორამ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონის უდიდესი ნაწილის სტატისტიკა მარტში შექმნილ ვითარებას ჰგავს, როდესაც ესპანეთმა ეროვნული კარანტინი გამოაცხადა.

17 ივლისს კატალონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, ასევე, აკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, რადგან რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები