“საქართველოს, საერთაშორისო კვლევებით, სხვადასხვა მიმართულებით კარგი შედეგები აქვს და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც ასე გააფთრებით უტევს ოპონენტების გარკვეული ჯგუფი ხელისუფლებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დამტკიცებული კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 4 წელში აშშ-მა საქართველოს დაფინანსება 3- ჯერ გაზარდა.
„ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა ჰქონდეს წარმოდგენა და სრული სურათი, თუ რა ხდება ამ ქვეყნებში, რომელსაც აშშ დახმარებას უწევს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის ბოლო 4 წლის განმავლობაში გაიზარდა სამჯერ, აქედან გამომდინარეობს კიდევ ერთი დასკვნა, თუ რაზე მეტყველებს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები: დემოკრატიის განვითარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერეზე, მედიის თავისუფლებაზე, სასამართლოს თავისუფლებაზე, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგშიც საქართველო მოწინავე ადგილებზეა და სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ასე გააფთრებულად გვიტევს ჩვენი ოპონენტების გარკვეული ჯგუფი”, – განაცხადა ვოლსკიმ.