ავჭალაში ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა

დღეს ავჭალაში, ალექსანდრე მანაგაძის ქუჩაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული ბახვა გოგოლაძის სახელობის სკვერი გაიხსნა.

ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – ვლადიმერ იმნაძე, მოადგილე – მირონ ჩიგოგიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – კობა კობალაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე – თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ბახვა გოგოლაძის ოჯახის წევრები და მისი თანამებრძოლები ესწრებოდნენ.

მაიორი ბახვა გოგოლაძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მე-11 ბრიგადის 114-ე ბატალიონის მეთაურის მოადგილე გახლდათ. იგი 1992 წლის 26 დეკემბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრაში საბრძოლო ოპერაციის შესრულების დროს დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები